კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვაკო გვილია “ლეგიაზე”: “ეს გუნდი ბევრს იმსახურებს”

ვაკო გვილიამ ლეგია დატოვა

Image source: legia.com

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ დატოვა. 26 წლის ქართველი ლეგიონერის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

პოლონეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების დღესასწაულის პირდაპირ ეთერში გაშუქების დროს, ვაკომ “ლეგიას” დაემშვიდობა და კომენტარი გააკეთა კლუბში გატარებულ დროზე:

„ახლა ძნელია რაღაცის თქმა. ორი წელი გავატარე აქ, ძალიან კარგი დრო იყო ჩემთვის. მთელი გული მივეცი, მომწონდა გულშემატკივრები და ქალაქი. ვიცი, რომ აქ ჩემი მეორე სახლი მაქვს და ყოველთვის შემიძლია ჩამოვიდე და კარგად მიმიღონ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ “ლეგიასთვის” მაქსიმალური შესაძლებლობა მივეცი.

ეს გუნდი ბევრს იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ევროპის თასებს მოიპოვებს. ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიურად აქ უნდა იყოს, ვფიქრობ, ეტაპობრივად მიაღწევს მას“, – თქვა ვაკომ.

შეგახსენებთ, რომ გვილიამ ვარშავის „ლეგიას“ ფორმით 2 წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრში 70 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, 11 პასი გააკეთა და რაც მთავარია, 2-ჯერ პოლონეთის ტიტული მოიგო.

 

 

 

წყარო – legia.com

 

 

 

 

 

გოგა ბითაძემ “პეისერსის” შემადგენლობაში სეზონის ბოლო მატჩში 11 ქულა ითამაშა (ვიდეო)