კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვახტანგ თურმანიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

ვახტანგ თურმანიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Chikhura Sachkhere - Facebook

 

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „მერანმა“ საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და 1:2 ანგარიშით დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ, მცირე კომენტარი სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ გააკეთა:

“პირველ რიგში ეს პრინციპული თამაში იყო ორივე გუნდისთვის – ვინც მოიგებდა ის უკვე 80%-ით პლეი-აუტში მოხვდებოდა. კიდევ არის 2 თამაში და შევეცდებით მაქსიმალური ქულები ავიღოთ.

მადლობა მინდა ბიჭებს გადავუხადო მოპოვებული 3 ქულისათვის” , – განაცხადა თურმანიძემ.

16 ტურის შემდეგ საჩხერის „ჩიხურამ“ 9 ქულა დააგროვა, თბილისის „მერანს“ (6 ქულა) 3 ქულით გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საჩხერელებმა ორი თამაში მოიგეს და ორივე „მერანთან“, რომელსაც 16 ტურის შემდეგაც კი თამაში არ მოუგია.

 

 

წყარო – FC Chikhura Sachkhere

 

 

 

 

 

გიორგი ბუხაიძე: “ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ პლეი-აუტში მოსახვედრათ”