კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთში საგოლე პასი შეასრულა (ვიდეო)

ვახო ჭანტურიშვილის საგოლე პასი

Image source: Hrdí Fanoušci Zlína

 

ვახტანგ ჭანტურიშვილის “ზლინი” ჩეხეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ჩესკე-ბუდევიცეს” შეხვდა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და უცვლელად ითამაშა, მატჩის 76-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, ვახომ საგოლე პასი შეასრულა და თანაგუნდელს გაატანინა, რის შედეგადაც საბოლოოდ “ზლინმა 1-2 მოიგო.

ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-7 მატჩი ჩაატარა და ეს მისი პირველი შედეგიანი გადაცემაა. “ზლინმა” კი 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა.

მატჩის მიმოხილვა

წყარო- Hrdí Fanoušci Zlína

დავით ხოჭოლავას ვაჟიშვილი შეეძინა