კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვაისი: “შეგვეძლო მოგება, თავდამსხმელებმა ასეთ დონეზე უკეთ უნდა ითამაშონ”

ვაისის კომენტარი სომხეთთან მატჩის წინ

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სლოვაკმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ფრე ცუდი შედეგი არ იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

„გვინდოდა 3 ქულა მოგვეპოვებინა და ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლოს გუნდი გადავაწყვეთ, უფრო შემტევი შემადგენლობა დავაყენე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. კარგი საგოლე შანსები გვქონდა, ორჯერ შენგელიას, ერთხელ კანკავას, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ფრე ცუდი შედეგი არ არის. ბელარუსთან თამაში გველოდება, რომელიც გადამწყვეტია და იმედია, რომ ფეხბურთელები იმ დროისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან, რადგან დღეს ბევრ მათგანს სათამაშო პრაქტიკის არქონა აშკარად დაეტყო.

დიდი ხანია დაცვის მარცხენა ფლანგზე, ისევე როგორც ფორვარდის პოზიციაზე და ამიტომ გადავწყვიტე ნიკა მალისთვის შანსი მიმეცა. მან 30 წუთი ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა. შესაძლოა ეს ჩემი ბრალიც იყოს, რადგან ალბათ შანსი ადრე მივეცი. ამის გარეშეც, შეგვეძლო გამარჯვების გოლის გატანა და ასეთ ეპიზოდებში ფორვარდებმა ბევრად უკეთ უნდა ითამაშონ. გიორგი ქვილითაიას კლუბში უთამაშებლობა აშკარად დაეტყო, ნიკა კაჭარავამ მიუხედავად გოლის გატანისა, ესტონეთში იდეალური შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ფეხბურთში შეცდომები გარდაუვალია, ჩვენ ერთადერთი შეცდომის გამო დავისაჯეთ, მაგრამ მეტოქე უფრო ხშირად ცდებოდა და ამით ვერ ვისარგებლეთ.

ზივზივაძეს დიდი ხანია ვაკვირდები, მისი თამაში სლოვაკეთში, „სლოვანის“ წინააღმდეგ ვნახე, სადაც პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ქვილითაიაზე უკეთეს ფორმაშია, ამიტომაც არ გამოვიძახე. კაშია ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ტაბიძე – რომელს ავირჩევდი, რომ მაკედონიასთან ეთამაშა? ერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ოთხივე ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, რომ მომდევნო მატჩისთვის დაგვიბრუნებიან და გაგვაძლიერებენ“, – თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა და ჯგუფში ჩრდ. მაკედონიასთან ერთად პირველ-მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 8 ოქტომბერს თბილისში, ბელარუსთან გამართავს, ოღონდ ევრო 2020-ის პლეი-ოფში და ფინალში გასვლაც ეცდება.

 

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: “საქართველო ჯგუფში საუკეთესოა? ამის შესახებ მე არ უნდა მკითხოთ”