კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ვაისი: “ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მქონდა”

ვაისის კომენტარი სომხეთთან მატჩის წინ

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ გუნდიდან მიდის.

„ფინალის შემდეგ საკმაოდ რთული ღამე იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმეც. დაცვაში ერთი შეცდომა დავუშვით და ამან ყველაფერი გადაწყვიტა. მეტოქეს ჩვენს წინააღმდეგ ყველა მატჩში მომენტები მცირე რაოდენობით ჰქონდა, მაგრამ გამოიყენეს, ჩვენ კი ბოლო თამაშის გარდა, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ეს ყველასთვის ემოციური დღე იყო, იმედგაცრუება დიდია. ცხოვრება გრძელდება და სომხეთთან თამაშისთვის ვემზადებით. ამ მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება B დივიზიონში გადასასვლელად. ეს მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთელებისთვის. შემადგენლობაში ცვლილელები იქნება და კარგი ფეხბურთის ჩვენება გვმართებს.

ვესაუბრე ფეხბურთელებს, სიტუაცია გავაანალიზეთ. რთულია ამ ყველაფრის შემდეგ ყველაფერი, თუმცა ცხოვრება გრძელდება. ჩვენთან ერთად იყო ლევან კობიაშვილიც,ის კარგი ადამიანია. ახლა მოედანზე გასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ეს აუცილებლად გადაივლის და ფეხბურთელები ხვალ კარგად თამაშს შეძლებენ.

არ ვიცი ახალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი და თემურ ქეცბაიას თვისებების მიქსი უნდა იყოს. მე ვიცნობ მას, ვხედავთ ფეხბურთელებთან მის დამოკიდებულებას. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი ვინ იქნება შემდეგი მწვრთნელი.

განვლილი 5 წელი საოცარი იყო, კარგად გამახსენდება. მე ყოველთვის ვიქნები ამ ფეხბურთელების გულშემტკივარი. მაკედონიასთან გუნდის ლიდერები რომ გვყოლოდა, შეიძლებოდა სხვა სურათი ყოფილიყო ახლა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებისგან მეტს ველოდი. დავითაშვილი და ლობჟანიძე კი უფრო კონტრშეტევით თამაშში არიან სახიფათონი. როგორც თამაშის შემდეგ ვთქვი, ალბათ ცვლილებები დაგვიანებული იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია.

სომხეთის ნაკრებს გაუჭირდება მხითარიანის გარეშე, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ყველა გუნდს უჭის ლიდერის გარეშე. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ისინი ამ დანაკლისის გამო ტაქტიკას შეცვლიან. მაინტერესებს ეს თამაში, როგორც მწვრთნელს, რადგან მინდა ვნახო როგორ რეაქციას ვაჩვენებთ წინა მატჩის შემდეგ. სომხეთის ნაკრებთან არასდროს მომიგია, უიღბლო მწვრთნელი ვარ, მაგრამ წინა შეხვედრაში ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მჯერა, ხვალ მოვიგებთ“ – განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

 

ცნობილია საქართველოს თასის ფინალის ჩატარების ადგილი და დრო