Image source: pfcagmk ინსტაგრამის გვერდი
უზბეკეთის სუპერლიგის მე-26 ტურში ქართველი ლეგიონერების „აგმკმ“ „ბუხარას“ უმასპინძლა და ადვილად 3:1 ანგარიშით დაამარცხა. 1:1 ანგარიშის დროს, 56‘-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გადაცემით თანაგუნდელს გაატანინა. გრიგალაშვილთან ერთად მოედანზე თამაშობდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა – მათე ვაწაძე, რომელმაც 62′-ე წუთზე მოედანი დატოვა. მატჩის 88′-ე წუთზე კი ელგუჯამ თავისი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია ის, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გრიგალაშვილი დაასახელეს.
ქართველების გუნდს 49 ქულა დაუგროვდა და უზბეკური სუპერლიგის ბოლო ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.
ვიდეობი
ფოტოები