კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უზბეკეთის ჩემპიონატში ელგუჯა გრიგალაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

გრიგალაშვილმა უზბეკეთში გოლი გაიტანა

Image source: zamin.uz

 

ზუსტად სამთვიანი პაუზის შემდეგ უზბეკეთის ჩემპიონატი განახლდა და ელგუჯა გრიგალაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

„აგმკ“-ს ქართველმა ლეგიონერმა საკუთარ გუნდს სტუმრად „ქიზილკუმთან“ 66-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა. გრიგალაშვილმა 87-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძე მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.

„აგმკ“ 4 ტურში მოპოვებული 8 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონატს შოთა არველაძის „ფახთაქორი“ ლიდერობს, რომელიც 14 ივნისს, „სოგდიანას“ სტუმრად შეხვდება.

 

 

“ბაიერნს” ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს (ვიდეო)