კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

UWW-მ გენო პეტრიაშვილი 2019 წლის საუკეთესო მოჭიდავეთა სამეულში შეიყვანა (ვიდეო)

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფეისბუკ გვერდი

 

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-მ ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი 2019 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამეულში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული (10:8) დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმე წონითი კატეგორიის (125კგ) გამარჯვებული გახდა. გენო ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

გავიხსენოთ თუ როგორ გახდა ზედიზედ მესამედ გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი

გავიხსენოთ თუ როგორ გახდა ზედიზედ მესამედ გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი 🇬🇪☝💪🏆🥇

Gepostet von GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია am Sonntag, 5. Januar 2020

 

წყარო – unitedworldwrestling.org

 

ოფიციალურად: ცნობილია “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა