კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უცნობი კადრები – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვება 19 წლის ბუფონის იტალიასთან (ვიდეო)

საქართელოს 2-0 იტალია

Image source: Youtube.com

 

საქართელოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 1997 წელს რუსთავში იტალიის ნაკრებს უმასპინძლა. ეს თამაში ვლადიმერ გუცაევის გუნდმა გიორგი კიკნაძისა და ლევან ქებაძის გოლებით 2:0 დაამარცხა.

ამ მატჩის კადრების მოპოვება ძალიან რთული იყო და ინტერნეტ სივრცეში არც არსებობდა, მაგრამ ახლახან ქართული ფეხბურთის არქივის იუთუბის არხზე განთავსდა.

იტალიის ნაკრებში ამ თამაშში არაერთმა მომავალმა ვარსკვლავმა და იმდროსაც ცნობილმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. მთავარი კი ჯანლუიჯი ბუფონია, რომელიც მაშინ 19 წლის იყო და მის კარში ქართველმა ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა და ის სამი მოთამაშე, ვინც შეცვალზე შევიდა ასეთი იყო: დავით გვარამაძე, ლევან სილაგაძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი, რატი ალექსიძე, მიხეილ აშვეთია, დავით მუჯირი, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, მიხეილ ფოცხვერია, ზაზა ზირაქიშვილი, ლევან ქებაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, მიხეილ საჯაია.

იტალიელთა ღირსებას სხვებთან ერთად ჯანლუიჯი ბუფონი, მასიმო ამბროზინი, კლაუდიო ბელუჩი, კრისტიანო ლუკარელი, ალესიო ტაკინარდი, ფრანჩესკო კოკო, სტეფანო ფიორე იცავდნენ.

 

 

წყარო – GiviFilms Studio Sport

 

“ტოტენჰემმა” ლონდონურ დერბიში “არსენალი” ლამაზი გოლებით დაამარცხა (ვიდეო)