კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უცნაური ამბავი იტალიაში – “იუვენტუსი” მეტოქეს ელოდებოდა, რომელიც ტურინში არ იყო

უცნაური ამბავი იტალიაში

Image source: Getty images

 

იტალიის ჩემპიონატში უცნაური რამ მოხდა. „იუვენტუსმა“ იცოდა, რომ „ნაპოლი“ მის წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, მაგრამ ტურინელები მოედანზე მაინც გავიდნენ და მეტოქეს ელოდებოდნენ.

„ნაპოლიში“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და ამ მოტივით ტურინში არ ჩავიდნენ. „იუვენტუსმა“ თამაშის გადადებაზე უარი უთხრა და მოედაზე მაინც ელოდებოდა.

თამაში ოფიციალურად ჩაიშალა. თუმცა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. ვარაუდობენ, რომ „ნაპოლის“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლება თამაშზე გამოუცხადებლობის გამო, რადგან რეგლამენტით ეს ნებადართული იმ შემთხვევაში თუ გუნდში 10-ზე მეტი ფეხბურთელია ინფიცირებული.

 

წყარო – Goal.com

 

“ლივერპულის” კატასტროფული წაგება “ასტონ ვილასთან” (ვიდეო)