კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

უპრეცედენტო ფაქტი – საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსი სპორტსმენი დასახელდა!

Image source: Fotojet.com

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა ნომინაციებში დაასახელა.

კულმინაცია რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი იყო, რომელიც უპრეცედენტოდ ექვს სპორტსმენს გადაეცა. საუკეთესოებად მსოფლიო ჩემპიონები დასახელდნენ ოლიმპიურ სახეობებში და ასეთი საქართველოს 2019 წელს ექვსი ადამიანი ჰყავდა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასეთია:

საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთის ეროვნული ნაკრები

საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური (ძიუდო)

საუკეთესო სპორტული რეგიონი – აჭარა

საუკეთესო სპორსტმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია (ტანვარჯიში)

სპეციალური პრიზი ინდივიდუალურ სახეობებში, საუკეთესო ნაკრები – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრები

საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

საუკეთესო მენეჯერი – კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი (კალათბურთი)

საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – რევაზ ჩიკოიძე (ძიუდო)

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა)

წლის აღმოჩენა – მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

წლის საუკეთესო სპორტსმენი – ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

 

შეუჩერებელი ჩირო იმობილეს ჰეტ-ტრიკი კლაუდიო რანიერის გაწვრთნილ გუნდის წინააღმდეგ მატჩში (ვიდეო)