კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ყინულის ჰოკეის ისტორიაში. თემურ ვედიაპინი კარიერას კანადაში აგრძელებს

Image source: Georgian Ice Hockey Federation

 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ისტორიაში ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო მოვლენას.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის ცნობით, პირველად, საქართველოს ყინულის ჰოკეის არსებობის ისტორიაში საქართველოში დაბადებული და გაზრდილი მოთამაშე, თემურ ვედიაპინი (დაბადებული 2000 წელს ქალაქ თბილისში), რომელიც გახლავთ თბილისის რუხი მგლებისა და საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, კარიერას აგრძელებს კანადაში, კერძოდ “Canadian Premier Junior Hockey League-ში” მოასპარეზე გუნდ “მანივაკის მუსტანგებში”.

კიდევ უფრო სასიხარული ინფორმაცია გახლავთ ის, რომ თემურმა სადებიუტო მატჩშივე გოლი გაიტანა.

წყარო – საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია

Top Football: ჯანო ანანიძე ზამთარში “სპარტაკს” დატოვებს