Image source: gorobzor
რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-15 ტურში ჯემალ ტაბიძის „უფამ“ “ნეფტიანიკის” სტადიონზე “ხიმკის“ უმასპინძლა და 1:2 ანგარიშით დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა მცველმა უცვლელად ითამაშა.
ტაბიძე “უფას” შემადგენლობაში 90‘ წუთში 59-ჯერ შეეხო ბურთს, ერთხელ ბურთი გამოიტანა, ორჯერ ბურთი წაართვა მეტოქეს და 36-ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 78% შეადგინა.
ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანია SofaScore–მა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის თამაში 7.0 ქულით შეაფასა:
24 წლის ქართველი ლეგიონერის „უფა“ 15 ტურში მოპოვებული 7 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. აღვნიშნოთ, რომ ტაბიძის გუნდმა რუსეთი ჩემპიონატში ბოლოს 14 აგვისტოს “არსენალთან” მატჩში გაიმარჯვა – 3:2.
ვიდეობი
ფოტოები