კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უნივერსიტეტელებმა “კაკტუსი” იოლად დაამარცხეს და სუპერლიგაში მეორე ადგილზე გადავიდნენ

თსუ-მ კაკტუსს მოუგო

Image source: gbf.ge

 

საქართველოს სუპერლიგის მე-5 ტურში თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს “თსუ” და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილი უნივერსიტეტელების გამარჯვებით – 77:54  დასრულდა.

მატჩის თსუ-ელთა უპირატესობით წარიმართა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო სწრაფად, გააზრებულად და შედეგიანად მოთამაშე უნივერსიტეტელებს ვერაფერი დაუპირისპირა. შეხვედრის დებიუტში თსუ 13:1 დაწინაურდა და კაკტუსელთა ყველაზე წარმატებული თამაში ამ ეპიზოდს მოჰყვა, როცა სოლიდური ჩამორჩენა ჟღენტის გუნდმა მინიმუმამდე შამცირა – 16:17.

თითქოს თამაში თანაბრად უნდა გაგრძელებულიყო, ისე დამაჯერებლად გააბათილეს კაკტუსელებმა ჩამორჩენა, თუმცა სწორი ტაქტიკისა და კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე უნივერსიტეტელებმა მალევე დაიბრუნეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა. ტაიმის მიწურულისთვის თსუ-ელები 10 ქულით დაწინაურდნენ და დიდი შესვენების შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

სწრაფი კონტრშეტევები, ფარქვეშა პოზიციური თამაში და საშუალო სროლები – ამ სათამაშო კომპონენტების კარგად შესრულებით ლაფანაშვილის გუნდს შეხვედრის ბოლომდე აღარ გასჭირვებია. მესამე პერიოდში უნივერსიტეტელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, “კაკტუსი” მეტოქეს ამ ზღვარზე ახლოს ვეღარ მიუახლოვდა.

თსუ-ელთა შორის 24 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ბრაის სმიტს, ხოლო ლუკა ზაქრაძემ უნივერსიტეტელებს 13 ქულა შესძინა. კაკტუსელთაგან 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ეი ჯეი სამბრი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 11 ქულა მოაგროვა.

3 მოგებითა და 2 მარცხით თსუ ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო “კაკტუსს” 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს და დაკარგული ქულების მხრივ ერთ-ერთი აუტსაიდერია.

წყარო – gbf.ge

“თოკოს შეუძლია “ცსკა”-ს ლიდერი გახდეს” – მოსკოვური კლუბის პრეზიდენტი შენგელიას ქალთულ SMS-ებს უგზავნიდა