კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უნგრეთში გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა

ბერიძის მორიგი გოლი

Image source: Ujpest

 

უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ „მეზოკოვეშდს“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო.

ბერიძე მოედანზე 34-ე წუთზე გამოჩნდა და გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში მეოთხედ თავი 78-ე წუთზე გამოიჩინა და ამ თამაშში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

თუმცა, „უიპეშტმა“ დარჩენილ დროში გაუშვა და წააგო. „მეზოკოვეშდში“ ლუკა ლაკვეხელიანსა და ნოდარ ქავთარაძეს არ უთამაშიათ.

„უიპეშტმა“ 18 ტურში მხოლოდ 19 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.

 

წყარო – Ujpest

 

აბურჯანია: “მადლობა ნდობისთვის, ვეცდები გუნდს ყველანაირად დავეხმარო”