Image source: inhulets
უკრაინის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ინჰულეცმა” საკუთარ მოედანზე “ოლიმპიკს” 2:1 მოუგო. ნიკა სიჭინავამ კი გოლი გაიტანა.
ქართველი ფორვარდი მატჩის ბოლო წუთზე შეცვალეს. მან მე-17 წუთზე მოახერხა გოლის გატანა. მეკარემ ბურთს ფეხი ააცილა, რომელსაც სიჭინავა დაეუფლა და ცარიელ კარში ადვილად შეძლო გატანა.
“ინჰულეცმა” პირველად მოიგო, 10 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. ნიკა სიჭინავასთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გამოდგა.
წყარო – Канали Футбол 1,2,3
ვიდეობი
ფოტოები