კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

უკრაინელი ჟურნალისტი: წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში

Image source: dynamo kiev

 

გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალსიტი იგორ ციგანიკი იტყობინება. მან ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„არცისე კარგი ამბავი უკრაინისთვის. გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, ეს არის ფეხბურთელის პოზიცია. მად რამდენიმე თვის წინ ბაბუა გარდაეცვალა, რომელსაც ძალიან სურდა, რომ გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაშა და ეს ახლობლებმა უთხრეს. გიორგიმაც გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს“ – თქვა ციგანიკმა.

კომენტარი წიტაიშვილმაც გააკეთა: „ჯერჯერობით არ შემიძლია და არც მაქვს უფლება ამ ტემაზე ვისაუბრო. როდესაც კონკრეტული რამე იქნება, მაშინ ველაფერი ნათელი იქნება. ახლა „ვორსკლაზე“ ვარ კონცენტრირებული, სტაბილურობა მსურს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაქვს. მსურს ჩემი თავი წარმოვაჩინო და კიევის „დინამოში“ დავბრუნდე“ – თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი უკრაინაში გაიზარდა და ამ ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის კიევის „დინამოს“ საკუთრებაშია და ამჟამად იჯარით პოლტავას „ვორსკლაში“ თამაშობს.

 

წყარო – sport.ua

 

სანდრო მამუკელაშვილი ამერიკაში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს