კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“უკან დასახევი გზა არ გვაქვს”. ბელარუსის მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩზე და გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა

Image source: pressball

 

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხელმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრის შესახებ, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება.

“საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ არავითარი პანიკა არ არის. ეს იყო ბოლო შესაძლებლობა კანდიდატთა წრის გარკვევისთივს. ჩვენ ის გამოვიყენეთ, ვნახეთ თუ როგორ იქცევიან ადამიანები ექსტრემალურ სიტუაციებში. შესაბამისად, გადავწყვეტთ, თუ ვისთან გავაგრძელებთ გზას.

რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებებს, ეს იქნება, მაგრამ არა რადიკალურად. ჩვენთან ტრავმირებული არიან ახალგაზრდა ბახარი და ებონგი. ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის დავაკვირდით ფეხბურთელებს და მივხვდით, თუ ვის შეიძლება ვენდოთ. ასე რომ უარყოფითი შედეგებიდანაც შევძელით სასარგებლო ინფორმაციის აღება, შეცდომებს ვაანალიზებთ და წინ მივდივართ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს”, – განაცხადა მიხაილ მარხელმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ნაკრებმა ევროშესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩებში გერმანიისა (1:0) და ნიდერლანდების (1:2) ნაკრებებთან დამარცხდა, ესტონეთის ნაკრებთან კი ფრედ (0:0) ითამაშა. წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში კი მონტენეგროს ნაკრებთან 2:0 წააგო.

წყარო – sportpanorama.by

როგორც იქნა. საბა კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა