კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უგოლო ფრე ესტონეთთან და მესამე ადგილი ჯგუფში

საქართელო - ესტონეთი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ბოლო მატჩი ჩაატარა და თბილისში, ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტების გარეშე დასრულდა. მეტ-ნაკლებად კარგი შანსი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში კი საქართველომ უკეთ ითამაშა, უფრო მეტჯერ ამწვავებდა თამაშს. ორჯერ ყაზაიშვილმა, თითოჯერ გიორგი პაპუნაშვილმა და ჯაბა კანკავამ სცადეს შორიდან გატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს და ანგარიში ვერ გახსნეს.

ესტონეთის ნაკრებს რაც შეეხება, სტუმრებს პრაქტიკულად შანსი არ მისცემიათ და მთელი თამაში დაცვაში გაატარეს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა და მესამეადგილი დაიკავა, ხოლო B დივიზიონში სომხეთის ნაკრები გადავიდა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონია დაამაცხადა პირველი ადგილი ერგო.

საქართველო – ესტონეთი 0:0