კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

უეფას წარმომადგენელთა 5-დღიანი ვიზიტი საქართველოში

უეფას წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში

Image source: gff.ge

 

საქართველო უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადებას განაგრძობს. 5-10 სექტემბერს საქართველოში უეფას სპეციალური ჯგუფის ვიზიტი შედგა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაცო ჯგუფთან ერთად ის სტადიონები და სავარაუდო სავარჯიშო მოედნები დაათვალიერეს, სადაც გუნდები ვარჯიშებსა და ოფიციალურ მატჩებს გამართავენ. 5-დღიანი ვიზიტი საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისში დაიწყო და ბათუმში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, საქართველო და რუმინეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. საქართველოში ჯგუფური ეტაპის მატჩებთან ერთად პლეი-ოფის შეხვედრები და ფინალური თამაში გაიმართება. 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა საუკეთესო ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე გამოვლინდება.

 

 

 

წყარო – gff.ge

 

 

“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა “ლევანტესთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა