კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციები დააჯარიმა

Image source: 1tv.ge

 

12 დეკემბერს, უეფაში სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე 18 ნოემბერს ევრო-2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საქართველოსა და სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მონაწილეები დასაჯეს.

18 ნოემბერს, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ნიტრაში სლოვაკეთს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. შეხვედრის დამატებულ წუთებზე, როდესაც  სლოვაკები 3:2 ანგარიშით იგებდნენ, სტუმართა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელმა ქართველ ფეხბურთელს, გიორგი კუციას ხელი ჰკრა და ბურთი წაართვა, რითაც ქართველების მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე გააღიზიანა. მატჩის მთავარმა მსაჯმა სლოვაკ და ქართველ სპეციალისტებს წითელი ბარათი აჩვენა.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე 5 მატჩით დასაჯა, ხოლო სამწვრთნელო შტაბის წევრი ირაკლი მანია1 მატჩით. სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის თანამშრომელი იოზეფ სტიებერი 3 მატჩით დასაჯეს. ამას გარდა, საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციები 6750 ევროთი დააჯარიმეს გუნდების არასათანადო ქცევისთვის.

 

წყარო- uefa.

 

ქართული გუნდები უეფას განახლებულ საკლუბო რეიტინგში (ფოტო)