კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეფას რეიტინგში “ბაიერნმა” მადრიდის “რეალს” გადაასწრო

ბაიერნი რეიტინგშ გალიდერდა

 

უეფამ კლუბების რეიტინგი განაახლა, რომელშიც თვალშისაცემი ცვლილება მოხდა. ლიდერი შეიცვალა და მადრიდის „რეალს“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაეწია. ახლა ორივე გუნდს 134-134 ქულა აქვთ.

თუმცა, მიმდინარე სეზონში „ბაიერნმა“ 34 ქულა გამოიმუშავა, ესპანელებმა მხოლოდ 17 და ამის წყალობით „ბაიერნი“ რეიტინგში წინაა.

შემდეგ მოდის „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და ტურინის „იუვენტუსი“. ათეული ასეთია:

1. „ბაიერნი“ (გერმანია) – 134 ქულა

2. „რეალი“ (ესპანეთი) – 134

3. „ბარსელონა“ (ესპანეთი) – 128

4. „ატლეტიკო“ (ესპანეთი) – 127

5. „იუვენტუსი“ (იტალია) – 117

6. „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – 116

7. „პსჟ“ (საფრანგეთი) – 113

8. „სევილია“ (ესპანეთი) – 100

9. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – 100

10 .„ლივერპული“ (ინგლისი) – 99

 

წყარო – Uefa.com

 

მესიმ ახალ მწვრთნელთან საუბრის გამო შვებულება შეწყვიტა