კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეფას ფეხბურთის კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა პირველად უხელმძღვანელა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში პირველად უხელმძღვანელა.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ცენტრალურ ოფისში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც უეფას საშეჯიბრო მიმართულების ხელმძღვანელი – ჯორჯო მარკეტი, ასევე თავჯდომარის მოადგილე – ბორისლავ მიხაილოვი და კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ, ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, თამაშის წესებთან, ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო წესდებასთან, საგანმანათლებლო თუ ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხები. სხდომის დაწყებამდე, ლევან კობიაშვილი უეფას ტრადიციის მიხედვით, კომიტეტის ახალ წევრებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ მიმდინარე წლის მაისში აირჩიეს და ის აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლამდე დაიკავებს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება, ხოლო ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

 

წყარო – gff.ge

ავთანდილ ებრალიძის საუკეთესო მომენტები “დინამო ბუქარესტთან” მატჩში (ვიდეო)