კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეფას მიერ გამოყოფილი თანხები ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს გაუნაწილდება

Image source: gff.ge

 

გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა კლუბების ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის უეფას სოლიდარობის თანხების განაწილებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გამოყოფილი თანხის 70% ეროვნული ლიგის 10 გუნდს თანაბრად გაუნაწილდება, დარჩენილი 30% კი, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებს.

ცვლილება შევიდა ლიცენზირების დებულებაში, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას ახალ მოთხოვნებთან. განხორციელებული ცვლილების შედეგად 2020 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მონაწილე გუნდებისთვის ლიცენზირების გავლა სავალდებულო გახდება.

 

წყარო – gff.ge

 

ჩემპიონთა ლიგა: დღის “სქილის” ავტორი – პაპუ გომესი (ვიდეო)