კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეფამ წლის გუნდის გამოკითხვა დაიწყო და 50 ფეხბურთელი შეარჩია (ფოტო)

Image source: Uefa.com

 

უეფამ საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვის ჩატარება დაიწყო, რისი მეშვეობითაც წლის ბოლომდე 2019 წლის სიმბოლურ ნაკრებს შეადგენს.

გულშემატკივრებს 11 ფეხბურთელის არჩევა პოზიციების მიხედვით 50 მოთამაშისგან მოუწევთ, რომელთა ჩამონათვალი ასეთია.

მეკარეები: მარკანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ალისონი (ლივერპული), ედერსონი (სიტი), იან ობლაკი (ატლეტიკო), ანდრე ონანა (აიაქსი)

მცველები: ტრენტალექსანდერ არნოლდი (ლივერპული), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), დელეი ბლინდი (აიაქსი), მატიას დე ლიხტი (იუვენტუსი), ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კალიდუ ლუბალი (ნაპოლი), აიმერიკ ლაპორტი (სიტი), ჟერარ პიკე (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: ბერნარდუ სილვა (სიტი), ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგი), დავიდ სილვა (სიტი), კევინ დე ბრუინი (სიტი), ანხელ დი მარია (პსჟ), ფაბიან რუისი (ნაპოლი), ფაბინიო (ლივერპული), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჟორჟინიო (ჩელსი), ნგოლო კანტე (ჩელსი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული), ჰაკიმ ზიეჩი (აიაქსი)

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (სიტი), პიერემერიკ ობამეიანგი (არსენალი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ედენ აზარი (რეალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), სადიო მანე (ლივერპული), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰონმინ სონი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), დუშან ტადიჩი (აიაქსი)

 

 

“მანჩესტერის” ვიცე-პრეზიდენტმა ფერგიუსონთან იჩხუბა