კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჯიქია უეფა-ს მიერ შედგენილ ევრო-2020-ის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში მოხვდა

Image source: FC Spartak Moscow

 

უეფა-მ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ასი ფეხბურთელის რეიტინგი გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ასეულში არ მოხვდნენ, თუმცა რეიტინგში თავისი ადგილი მონახა “მოსკოვის” სპარტაკის ქართველმა მცველმა, გიორგი ჯიქიამ. 26 წლის ფეხბურთელმა 956 ქულა მოაგროვა და 69-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის ტოპ-10-ში მოხვდნენ შემდეგი მოთამაშეები:

  1. მემფის დეპაი (ნიდერლანდები) – 2607 ქულა
  2. ფრენკი დე იონგი (ნიდერლანდები) – 2518 
  3. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) – 2401
  4. მატეის დე ლიგტი (ნიდერლანდები) – 2195
  5. იასპერ სილესენი (ნიდერლანდები) – 1885
  6. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 1878
  7. ბერნარდუ სილვა (პორტუგალია) – 1847
  8. რუბენ დიაში (პორტუგალია) – 1847
  9. სერხიო რამოსი (ესპანეთი) – 1783
  10. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 1763

წყარო – uefa.com

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეიტინგები ევროპის საერთაშორისო ჩემპიონატებში (ფოტო)