კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეინ რუნის ახალი გამოწვევა ინგლისურ “დერბი ქაუნთიში”

Image source: dcfc.co.uk

 

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი “დერბი ქაუნთის” შეუერთდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში.

აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ჩემპიონშიპის მე-19 ტურის “ქუინს პარკ რეინჯერსთან” შეხვედრაში, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება,  34 წლის რუნი მთავარ მწვრთნელს, ფილიპ კოკუს ასისტენტობას გაუწევს.

აღსანიშნავია ის ,რომ რუნი ამერიკული კლუბ “დი. სი. იუნაიტედის” ფეხბურთელია იჯარის წესით, ხოლო 2020 წლის იანვრიდან, როდესაც სატრანსფერო ფანჯარ გაიხსნება ის კლუბის ოფიციალური ფეხბურთელი გახდება და მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს.

18 ტურის შემდეგ, “დერბის” ჩემპიონშიპის მე-14 ადგილი უკავიათ.

 

წყარო – dcfc.co.uk

ჯაბა ბრეგვაძე: “იაპონიაში სუპერ რაგბის მომავალი სეზონის ბოლომდე ვრჩები”