კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უეინ რუნიმ რონალდუსთან 14 წლის წინ მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა: “გასახდელში ველოდებოდი”

უეინ რუნიმ რონალდუსთან 14 წლის წინ მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა

Image source: Mirror

 

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მისი გაძევების და კრიშტიანუ რონალდუს საქციელი გაიხსენა. მაშინ ისინი თანაგუნდელები იყვნენ „მანჩესტერში“, მაგრამ რონალდუ მსაჯს რუნის გაძევებას აქტიურად სთხოვდა და მიზანსაც მიაღწია.

„ამ თამაშის შემდეგ რონალდუს გასახდელში ველოდებოდი, მინდოდა მანამდე მენახა, სანამ ყველაფერი ჯერ კიდევ სუფთა იყო, ვგრძნობდი, რომ მასთან პირისპირ უნდა მესაუბრა. მოვიდა და ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ მასზე ნაწყენი არ ვიყავი. ვუპასუხე, რომ ესიამოვნა ტურნირზე დარჩენით, რამდენიმე კვირაში შევხვდებოდი და ჩემპიონობისთვის ერთად ვიბრძოლებდით“ – თქვა უეინმა.

შეგახსენებთ, რომ რუნი და რონალდუ „მანჩესტერში“ 2004-2009 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

 

 

 

წყარო – Goal.com

 

 

 

 

 

QUIZ – რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს ნაკრების ისტორიას?