კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

უდიდესი გამარჯვება – “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” გააგდო (ვიდეო)

ლოკომოტივი შემდეგ ეტაპზეა

Image source: Fc Lokomotive Tbilisi

 

თბილისის „ლოკომოტივი“  ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა!

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბევრს თბილისური გუნდი განწირული ეგონა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაა მომზადებული და გაცილებით მაღალი დონის მეტოქე უკვე მეორედ დაამარცხა.

„რკინიგზელები“ მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა, რასაც მამია გავაშელიშვილის გოლი მოჰყვა. მატჩის ბოლოს მოსკოველებმა ერთი გოლი გაქვითეს, აგრამ ამან „ლოკომოტივის“ ისტორიულ გამარჯვებას ხელი ვერ შეუშალა.

თბილისის „ლოკომოტივის“ ისტორიაში ეს დღე სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება. აქვე გეტყვით, რომ ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო ეტაპზე ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „გრანადას“ შეხვდება.

„ლოკომოტივი“ – „დინამო მოსკოვი“ 2:1

გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

 

 

ელგუჯა ლობჯანიძემ გოლი ევროპის ლიგაზე გაიტანა (ვიდეო)