კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

უჩა სოსიაშვილი: “თბილისის “დინამოსთან” მოპოვებული ქულით კმაყოფილებას რომ მივეცეთ”

უჩა სოსიაშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: erovnuliliga.ge

 

წყალტუბოს “სამგურალმა” ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის “დინამოსთან” სტუმრად ფრე 1:1 ითამაშა. უჩა სოსიაშვილის გუნდი 70’–ე წუთამდე იგებდა შეხვედრას, წყალტუბოელები 30’–ე წუთზე სერგო კუხიანიძემ დააწინაურა. თუმცა “დინამომ” მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩის შესახებ წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს:

“ბუნებრივია, თავიდანვე ველოდებოდით, რომ ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდოდა. თბილისის “დინამო” ზედიზედ ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული და ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდია, კარგი მწვრთნელი და კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, “დინამო არენაზე” თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია, მით უმეტეს ეროვნული ლიგა 2–დან დაწინაურებული გუნდითვის.

მოგეხსენებათ, წყალტუბოს ,”სამგურალი” მრავალწლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა საუკეთესოთა შორის. თუმცა, როცა გუნდს ვაყალიბებდით, თავიდანვე ვუნერგავდით ფეხბურთელებს იმ აზრს, რომ ყველა მეტოქესთან შესაძლებელია ბრძოლა, რომ ბოლომდე დახარჯვა და სწორი მიმართულებით მუშაობა შედეგს აუცილებლად მოიტანს.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, მატჩის პირველი ნახევარი ორმხრივ შეტევებში და ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, სანახაობრივი მხარე უკეთესი იყო, შეტევებში სწაფად გადავდიოდით, ლამაზი გოლიც გავიტანეთ. მატჩის მეორე ნახევარში ალბათ, უფრო გოლის არგაშვებაზე ვფიქრობდით, ბურთს მეტოქე აკონტროლებდა და ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა, მატჩის ბოლოს გოლის გატანის ორი კარგი შესაძლებლობა მოგვეცა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, პირველი ტურის კვალობაზე, თანაც მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს ბრძოლისთვის და კარგი თამაშისთვის, თუმცა, “დინამოსთან” მოპოვებული ქულით კმაყოფილებას რომ მივეცეთ – ასეც არ იქნება, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, უფრო უნდა გავიზარდოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ, წინ არაერთი რთული მატჩი გველის და ყველა შეხვედრას სრული მობილიზებით უნდა შევხდეთ”.

ეროვნული ლიგის პირველი ტური დღეს დასრულდება. „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო – FC Samgurali official