კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

U20 – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის „ვესტერნ პროვინსის“ აკადემიის გუნდის წინააღმდეგ პირველი ტესტ-მატჩი გამართა. შეხვედრა “შევარდენის” საწვრთნელ ბაზაზე მასპინძლების სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს და 3 მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა სოლიდური სხვაობით 55-17 მოუგეს. დარჩენილი ორი ტესტი 3 და 6 მაისს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება. ორივე მატჩი 18:00 დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, თბილისსა და ქუთაისში მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი ნაკრები, მათ შორის საქართველოს 20 წლამდე ნაკრებიც იბრძოლებს.