კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას

მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს

Image source: Georgian Weightlifting Federation ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს.

დუშეთში გამართულ საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 44 დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა კახი კახიაშვილს. კახიაშვილმა დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა, ასევე ძირითად მიზნებშია ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა, რადგან ეს არის უმეტესი სპექტრის ძირითადი საბაზო, ფუნდამეტრი სახეობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი არც დიდ ფართს და არც დიდ სახსრებს ითხოვს. კახი კახიაშვილის მიზნებში ასევე არის საერთაშორისო ფედერაციაში ქართველი კვალიფიცირებული ფედერაციის წევრების ინტეგრირება.მიზანია 2021 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაც.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი. პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს კი საპატიო ვიცე-პრეზიდენტი წოდება მიენიჭა. დღევანდელ ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადიციპლინო კომიტეტი, რომელსაც თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.

 

 

 

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

გიორგი ნემსაძე: “მოედანზე რომ გავდიოდი, ვხვდებოდი რა კუთხით უნდა მემუშავა”