კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ სად გამართავს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთში ითამაშებს

Image source: gbf.ge

 

ფიბა-ევროპის აღმასრულებელი ორგანოს – ბორდის ონლაინ-სხდომა გაიმართა, რომელმაც ის კონკრეტული ქვეყნები დაასახელა, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომავალი ფანჯრის მატჩები ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად E ჯგუფში სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია ასპარეზობენ. ფიბა-ევროპის ბორდის გადაწყვეტილებით, ეს ნაკრებები ფინეთის ქალაქ ესპოოში შეიკრიბებიან და თითოეული მათგანი 2-2 მატჩს გამართავს. არსებული კალენდრით საქართველოს ნაკრებს გასვლითი თამაშები 27 და 30 ნოემბერს. თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის კვალიფიკაცია ძალიან წარმატებულად დაიწყო, შინ შვეიცარიასთან გამარჯვების შემდეგ, სტუმრად სერბეთსაც სძლია და ჯგუფის სათავეში იმყოფება.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

იაპონელთა ნახევარზე მეტი გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დაშვებას ემხრობა