კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ რომელ სტადიონზე საქართველოს ნაკრები სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლებს

წლის ბოლო 2 შეხვედრას ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე გამართავს

Image source: Getty Images

 

უეფას ვებ-გვერდზე ერთა ლიგის მე-5 და მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები მეტოქეს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებ-გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან „ჯვაროსნების“ საშინაო მატჩების გამართვა “დინამო არენაზე” გადაწყვიტა.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ბოლო 2 საშინაო შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავდა. აღვნიშნოთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოქტომბრის ბოლოში გაიხსნა, მაგრამ ტესტ-მატჩის ჯერ არ გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სომხეთს 15 ნოემბერს (21:00 საათი) მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს (21:00 საათი) კი ესტონეთის ეროვნულ გუნდს.

 

 

 

წყარო- uefa.com

 

 

 

 

ხორვატიაში სტარტს აიღებს ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი