კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თუ როგორ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ ევროსათასო მატჩში (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის გუნდმა თურქეთში გაიმარჯვა

Image source: Herbalife Gran Canariaტვიტერის გვერდი

 

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ევროთასზე მორიგი მატჩი მოიგო. კანარელებმა ჯგუფის მე-3 მატჩი თურქეთში, “ბურსასპორთან” გამართეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 94:76.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13:06 წუთი გაატარა. ბექამ თამაშიდან განხორციელებული 3 სროლიდან 2 ჩააგდო. მის ანგარიშზე თითო 2-ქულიანი და სამიანი იყო, 1 შორი სროლა კი ააცილა. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ბექამ ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი ჯარიმა მიიღო.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჯონ შურნას ჰქონდა – 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

2 მოგებითა და 1 მარცხით კანარელები 6-გუნდიანი ჯგუფის მეორე საფეხურზე არიან და 28 ოქტომბერს ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, იტალიურ “დოლომატი ტრენტოს” უმასპინძლებენ.

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

ლერი ხაბელოვი: “დავით ხახალეიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი თანადგომა სჭირდება”