კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ როგორ დასრულდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის დოჰას მასტერსის დასკვნითი დღე

საქართველომ დოჰას მასტერსზე 4 მედალი მოიპოვა

 

6 ქართველი ძიუდოისტი დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს იასპარეზა.

90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში შესანიშნავად იჭიდავა ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

სამწუხაროდ დოჰას მასტერსს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა სამივე მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი (ლევან მატიაშვილი, გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი, +100კგ) და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

 

 

 

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია