კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ როდის საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციას ახალ პრეზიდენტი ეყოლება

ძალოსნობის ფედერაციას დეკემბერში ახალი პრეზიდენტი ეყოლება

Image source: t-nation.com

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ყრილობის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა დაინიშნა 2020 წლის 18 დეკემბერს, ქალაქ დუშეთში.

დღის წესრიგი:

  • დელეგატთა რეგისტრაცია 09:00სთ
  • საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გახსნა 10:00სთ
  • ფედერაციის ანგარიში
  • საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
  • საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტების და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების წარდგენა/დამტკიცება
  • სხვადასხვა.

Covid-19 პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფედერაციის ელ.ფოსტის მეშვეობით [email protected], 2020 წლის 11 დეკემბრის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფედერაციის გენერალურ მდივანს ქ-ნ რუსუდან მურადაშვილს:[email protected], +995 598 599 454

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცვალოს ყრილობის ჩატარების ფორმატი, დრო ან/და ადგილმდებარეობა, შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დაუყოვნებლივ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა​ დაკავებული პოსტი 17 ნოემბერს დატოვა. აღნიშნულის შესახებ თავად კახიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

ლევან კორღალიძე: “ვაგრძელებთ ბრძოლას სამეულისთვის”