კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ როდის გახდება ცნობილი საქართველო – ბელარუსის მატჩის ახალი თარიღი

დინამო არენა საქართველო-ბელარუსის მატჩს უმასპინძლებს

Image source: gff.ge

 

17 და 18 ივნისს უეფას აღმასკომი ვიდეოკონფერენციას გამართავს. ხსენებული ვიდეოკონფერენციის დროს განიხილება ევრო-2020-ის საპლეიოფო მატჩების გადადების საკითხი.

საპლეიოფო მატჩებს შორისაა საქართველო-ბელარუსი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

საქართველო-ბელარუსის დაპირისპირების ახალი თარიღი მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

 

“უფას” ფეხბურთელებმა COVID 19-ზე ტესტირების მორიგი ეტაპი გაიარეს (ფოტო)