კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ რატომ “კაკტუსის” კალათბურთელმა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას მიმართა

"კაკტუსის" მოთამაშემ ლევან გოგალაძემ GBPA-ს მიმართა

Image source: საკალათბურთო კლუბი „რუსთავის“ ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას, თხოვნით მიმართა, საკალათბურთო კლუბ “კაკტუსის” მოთამაშემ ლევან გოგალაძემ.

ლევანს “კაკტუსმა” მოქმედი კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტა. დავის სამართლებრივად მოგვარებისთვის, მან საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას სთხოვა დახმარება.

უშუალოდ აღნიშნულ საქმეს, ხემძღვანელობდა, ლაშა გამყრელიძე. ლაშას შუამდგომლობით მოხდა მხარეთა მოლაპარაკება. საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის იურისტები, გაეცნენ საქმის დეტალურ არს.

საბოლოოდ ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, მოხდა მხარეთა შეთანხმება. სამართლებრივ ჩარჩოებში მაქსიმალურად იქნა მოთამაშის ინტერესების დაცვა.

საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია მადლობას უხდის “კაკტუსის” პრეზიდენტს ვატო ნაცვლიშვილს, ურთიერთთანამშრომლობისთვის და დავის მოლაპარაკების გზით გადაწyვეტაში.

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას, მყისიერი რეაგირებისთვის და გვერდში დგომისთვის”, – აცხადებს ლევან გოგალაძე.

 

 

წყარო – საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია

 

 

 

 

 

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს სრულ მორალურ მხარდაჭერას უცხადებს