კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ რამდენი ქულა და მოხსნა დააფიქსირა ბუქა ბურჯანაძემ ბერძნულ კლუბთან მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ბექა ბურჯანაძის გუნდმა ევროთასზე მეოთხე გამარჯვება იზეიმა

Image source: Herbalife Gran Canaria ტვიტერის გვერდი

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასზე მეხუთე ტურში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. კანარელებმა ბერძნულ „პრომითეასს“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად 98:83 დაამარცხეს.

ბექამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 17 წუთი ითამაშა და მატჩი 7 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ბექამ 6-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი ბურჯანაძის თანაგუნდელი სტენ ოკოიე გახდა, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი.

“გრან კანარია“ 6-გუნდიან ჯგუფში 4 მოგებით D ჯგუფის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველზე კი იტალიური „ტრენტო“.

 

 

 

წყარო – cbgrancanaria.net

 

 

 

 

 

გიორგი შერმადინი: “საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა”