კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თუ რა შემადგენლობით გაემგზავრება საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები შვედეთში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

Image source: ISU Figure Skating ტვიტერის გვერდი

 

10 დღეში სტარტს აიღებს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით გაიმართება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.

ჩემპიონატის შედეგები იქნება საკვანძო 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საგზურების მოსაპოვებლად. კერძოდ. მამაკაცთა და ქალთა კატეგორიაში გათამაშდება – 24 საგზური, სპორტულ ცეკვებში – 19, ხოლო სპორტულ წყვილებში კი 16 საგზური.

ტურნირი სტოკჰოლმის “ერიკსონ გლობალ არენაზე” გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატში სულ მონაწილეობა მიიღებს 50 ქვეყნის 193 მოციგურავე.
საქართველო წარმოდგენილი იქნება შემდეგი შემადგენლობით: მორის ყვითელაშვილი, ალინა ურუშაძე (ერთეულები), ანასტასია მეტელკინა – დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილი). მამაკაცთა კატეგორიაში იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, ხოლო დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

 

 

 

წყარო – Georgian Figure Skating Federation

 

 

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილმა ესპანეთთან ბორჯღალოსნების რაზმი დაასახელა – სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა (ფოტო)