კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ რა მაისურს მოირგებს სოლომონ კვირკველია 2020/21 წლების სეზონში (ვიდეო)

სოლომონ კვირკველია adidas-ის მაისურს მოირგებს ახალ სეზონში

Image source: fclm.ru

 

მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა 2020/21 წლების სეზონისთვის გასვლითი და საშინაო ფორმები წარადგინეს. კლუბის ფეხბურთელმა და რამდენიმე მოდელებმა ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

საშინაო მაისური გაფორმებულია მწვანე და წითელი ფერებით, ხოლო გასვლითი ფორმა კი მთლიანად თეთრი გახლავთ, სპონსორი კი უცვლელი ADIDAS-ი გახლავს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსული პრემიერ-ლიგის 2020/21 სეზონის სტარტს 8 აგვისტოს აიღებს, ხოლო 11 აგვისტოს ქართული დერბი შედგება – ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” საკუთარ მოედანზე სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.

 

 

წყარო – fclm.ru

 

 

 

 

“პსჟ” მეცხრედ და ბოლოჯერ დაეუფლა საფრანგეთის ლიგის თასს (ვიდეო)