კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თუ რა ილეთით ტოჩინოშინი დამარცხდა (ვიდეო)

ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი

Image source: SUMO Tokyo 2020

 

ნოემბრის ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე რიუდენი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 7 მოგება – 2 წაგება. ქართველი მაეგაშირა რიუდენთან ბრძოლაში სუკუინაგეთი დამარცხდა. მეცხრე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 5 მოგება და 4 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-13 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომელის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 7 წაგება.

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

ტოჩინოშინმა მეტოქე დოიოზე გააგორა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)