კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცვლილებები საჩხერის “ჩიხურაში”: ვახტანგ თურმანიძე კლუბის აკადემიას უხელმძღვანელებს

ვლადიმერ ზაბახიძე ჩიხურას უთავკაცებს

Image source: FC Chikhura Sachkhere ფეისბუქ გვერდი

 

ვახტანგ თურმანიძე ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე საჩხერის “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 48 წლის სპეციალისტი დღეიდან “ჩიხურას” აკადემიას უხელმძღვანელებს.

“მთელი კლუბის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ვახოს მომავალ საქმიანობაში“, – ვკითხულობთ „ჩიხურას“ ოფიციალურ განცხადებაში.

აღვნიშნოთ, რომ „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვახტანგ თურმანიძე 2020 წლის იანვარში დაინიშნა, როდესაც გუნდი გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ დატოვა.

უფრო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დღეიდან საჩხერის “ჩიხურას” ვლადიმერ ზაბახიძე უთავკაცებს. ზაბახიძე წლების განმავლობაში “ჩიხურას” აკადემიას ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი ვახტანგ თურმანიძის თანაშემწე იყო. ვლადიმერი უეფას PRO ლიცენზიის მფლობელია და გავლილი აქვს 2017 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები.

 

 

 

 

წყარო – FC Chikhura Sachkhere