კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ცვლილება ქართველი სუმოისტის მოგება წაგების ბალანსში (ვიდეო)

ტოჩინოშინის მესამე მარცხი

Image source: Getty Images

 

ნოემბრის ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ტოკუშორიუ იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 3 მოგება – 2 წაგება. ქართველი მაეგაშირა ტოკუშორიუსთან ბრძოლაში ოშიდაშით დამარცხდა. მეხუთე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 3 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება.

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

ტოჩინოშინის მეოთხე დღე და მეორე გამარჯვება – როგორ მოუგო ლევანმა მეტოქეს (ვიდეო)