Image source: Getty images
მადრიდის „რეალმა“ კაპიტანი სერხიო რამოსი გარკვეული პერიოდით დაკარგა. ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის ნაკრებში ყოფნისას მიიღო და მოედანზე მინიმუმ 10 დღე ვერ გავა.
მას „ვილიარეალთან“, „ინტერთან“ და „ალავესთან“ მატჩების გამოტოვება მოუწევს, შემდეგ კი სამედიცინო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას. რამოსს კუნთის ტრავმა აღენიშნება.
ვეტერანი მცველი „რეალის“ ლიდერია და მისი დაკარგვა ზინედინ ზიდანისთვის დიდი დანაკლისია.
Sergio Ramos medical report.#RealMadrid
— Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) November 19, 2020
წყარო – Real Madrid
ვიდეობი
ფოტოები