კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ცსკა-ს” მწვრთნელი: “შენგელიამ კარგად იცის რა გუნდში მოხვდა”

ცსკა-ს მწვრთნელის კომენტარი შენგელიაზე

Image source: Cska Moscow

 

მოსკოვის „ცსკაში“ თორნიკე შენგელიას ადაპტაცია წარმატებით და კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადა.

მან ქართველ კალათბურთელზე და ნიკოლა მილუტინოვზე ისაუბრა, რომელიც „ცსკამ“ ასევე ცოტა ხნის წინ დაიმატა.

შენგელია და მილუტინოვი ახალწვეულები არიან, მაგრამ ორივეს ადაპტირების პერიოდი სწრაფად მიმდინარეობს, ორივესგან მაქსიმუმს ველოდებით. ისინი მოტივირებულები არიან. ამავდროულად კარგად იციან სად მოხვდნენ და რა გუნდია „ცსკა“, ორივე მაღალი დონის სპორტსმენია“ – თქვა იტუდისმა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ „ცსკაში“ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ერთხელ 14 ქულა მოიპოვა, ხოლო ერთხელ 9 ქულა.

 

წყარო – Championat.com

 

“არსენალმა” ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძინა