კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“წყალბურთის” მატჩი ქობულეთში: წყალტუბოს “სამგურალი” “დავით ყიფიანის” სახელობის თასის ფინალშია

სამგურალი საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს

Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს “დავით ყიფიანის” სახელობის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი ქობულეთში გაიმართა. ადგილობრივი “შუქურა” წყალტუბოს “სამგურალს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრები ალექსანდრე ვერულიძემ 68′-ე წუთზე გახსნა, მასპინძლებიდან კი ზუსტად 9 წუთში ბექა ვერულიძემ (77′ წუთზე) გაათანაბრა. მაგრამ 84′-ე წუთზე ქობულეთელებმა უფრო სწორედ კი გიორგი გაფრინდაშვილმა გაიტანა, თუმცა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა – “სამგურალმა” 2-წუთიან ინტერვალში 2 გოლის გატანა მოახერხა (87′ და 89′ წუთებზე).

ასე რომ, სოსო ფრუიძის გუნდმა საქართველოს თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

 

 

 

 

საქართველო–უკრაინის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო