კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

წყალბურთი – საქართველომ რუსეთთან მედგრად იბრძოლა

Image source: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია/Aquatic Sports Federation

 

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, ერთი ბურთის სხვაობით მარცხი იწვნია.

რუსეთი თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ მის უპირატესობა 3-ბურთიან სხვაობას არ გასცდენია. უფრო ხშირი იყო ორი და ერთბურთიანი ჩამორჩენა. საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის მიწურულს ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და შესანიშნავი შანსი გაიჩინა.

თუმცა, ბოლო პერიოდი მეტოქემ კარგად დაიწყო და ზედიზედ ორი გოლის შემდეგ 13:10 წინ გავიდა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა შეძლო ამ ჩამორჩენის შემცირება და მატჩის დასრულებამდე წუთითა და 27 წამით ადრე, ანგარიში 14:13 გახადა. დარჩენილ წუთნახევარში კი, გოლი აღარ გასულა და საქართველომ დრამატულ ბრძოლაში წააგო.

ქართველი წყალბურთელები ტურნირზე ასპარეზობას გააგრძელებენ და მეცხრე-მეთორმეტე ადგილისითვის ითამაშებს.

რუსეთი – საქართველო 14:13 (6:4, 3:2, 2:4, 3:3)

გოლები: 1:0 ბიჩკოვი (07:27), 1:1 ცრეპულია (06:18), 2:1 ბიჩკოვი (05:52), 3:1 ხარკოვი (04:58), 3:2 მაგრაქველიძე (04:41), 3:3 ბარალდი (03:43), 4:3 სუჩკოვი (03:10), 5:3 მერკულოვი (01:23), 5:4 რურუა (00:54), 6:4 ბიჩკოვი (00:08), 7:4 აშაევი (06:45), 7:5 რურუა (06:02), 8:5 ბიჩკოვი (03:40), 8:6 ელაჩა (03:18), 9:6 ხარკოვი (01:51), 10:6 ნაგაევი (07:35), 10:7 ვაპენსკი (07:06), 10:8 ვაპენსკი (05:51), 11:8 ბიჩკოვი (05:24), 11:9 ბარალდი (02:36), 11:10 ელაჩა (00:03), 12:10 ხარკოვი (07:31), 13:10 ხარკოვი (06:23), 13:11 ელაჩა (05:48), 14:11 დერევიანკინი (04:19), 14:12 ცრეპულია (03:47), 14:13 ბარალდი (01:27)

 

შენგელიას ულამაზესი დანქი ტურის ტოპ მომენტებში მოხვდა (ვიდეო)