კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ცნობილია “ზურაბ საკანდელიძისა” და “მიხეილ ქორქიას” სახელობის თასის მფლობელი

Image source: gbf.ge

 

ზურაბ საკანდელიძისა” და “მიხეილ ქორქიას” მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი “რუსთავი“.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ქუთაისში, დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 89:86 ანგარიშით დაამარცხა “კაკტუსი” და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტიტულს დაეუფლა.

ფინალური მატჩი არ გამოდგა რუსთაველთათვის იოლი. სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ “კაკტუსი” მნიშვნელოვნად გაძლიერდა. უმთავრესი შენაძენი არჩილ ჟღენტის გუნდისთვის გახლავთ ამერიკელი უკანახაზელი – მაიკ დევისი.

რუსთაველებს ძირითადი დროის ამოწურვამდე გაუვარდათ ერთ-ერთი დომინანტი ილია ლონდარიძე, ასევე გუნდს ტრავმების გამო ეროვნული ნაკრების 4 წევრ-კანდიდატი – მერაბ ბოქოლიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ოთო ფხაკაძე და გეგი ბაქრაძე აკლდა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე ქვემოქართლური გუნდის მთავარი მწვრთნელი – ანატოლი ბოისა შესაბამისი სიგელით კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა. საუკეთესო ფორვარდად აღიარებულ საბა ლობჯანიძეს პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა – გივი ბიჭიაშვილმა გადასცა, ხოლო უკანახაზელად “კაკტუსის” ახალწვეული – მაიკ დევისიდ, რომელიც ვეტერანმა ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვა.

მთავარი ჯილდო – “ზურაბ საკანდელიძისა” და “მიხეილ ქორქიას” სახელობის თასი რუსთაველთა კაპიტან ლევან ცეკვავას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა გადასცა.

 

წყარო – gbf.ge

 

NBA: გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)